კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). აგრეთვე ახალ სეზონზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას შემოემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან კი 2366 მეტრია.

კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა უამნიდობის გამო გახსნა ერთი დღით გადაიდო.