კოლონიის მაცხოვრებლის 10 მცნება, ის რაც არასდროს უნდა დაიჯეროთ

კოლონიის მაცხოვრებლის 10 მცნება, ის რაც არასდროს უნდა დაიჯეროთ

კოლონიის მაცხოვრებლის 10 მცნება, თბილისი, 1994 წელი.

1) არასდროს დაიჯერო, როცა გეუბნებიან, რომ შენივე ბრალია ყველაფერი.

არ დაიჯერო, რომ ხალხი გულგრილი ბრბოა, (და რომ ის უნდა წავიდეს და არა მთავრობა)

2) არასდროს დაიჯერო, რომ შენი ქვეყნის მიწა  ღარიბია, ხალხი ზარმაცი, ქალები გარყვნილი.

არ დაიჯერო, რომ მთავრობას ჰგონია, რომ ხალხი სულელია; მათ იციან რომ ხალხი უბრალოდ დაშინებულია.

3)  არასდროს დაიჯერო, რომ კოლონიაში ნაციზმია, მეტროპოლიაში კი დემოკრატია.

არ დაიჯერო, რომ კოლონიაში საჯაროდ სიკვდილით დასჯა უარესია ვიდრე ფარული მკვლელობები დამპყრობლის ციხეებში.

4) არასდროს დაიჯერო, რომ ომის დამწყები მშვიდობას დაამყარებს, რომ დამპყრობლის არმია მშვიდობიან მისიას შეასრულებს.